საქართელო-NATO

ზარქუა: საქართველო მზადაა, რომ NATO-ს წევრი გახდეს, მაგრამ NATO არაა მზად, რომ ეს ნაბიჯი გადადგას

საერთაშორისო მისიებში გამოცდილებით, სხვადასხვა ოპერაციაში მონაწილეობით, აღჭურვილობით, იმ სტანდარტიზაციით, რაც ჩვენს საჯარისო შენაერთებს აქვს - დიახ, დღეს საქართველო მზად არის, რომ NATO-ს ღირსეული წევრი გახდეს, მაგრამ NATO არ არის მზად, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ რადიკალური ოპოზიციასავით პროვოკატორები ან მავნებლები ხომ არ ვართ, რომ კუთხეში მივამწყვდიოთ. ეს რა შედეგს მოგვცემს? როცა ამისთვის თვითონ იქნებიან მზად და გაბედულ ნაბიჯს გადადგამენ, აი, მაშინ მივიღებთ და ეს იქნება აღიარებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იმართება.

კომენტარები