ჯონა ჰილი

ჯონა ჰილს ყოფილი მეგობარი ქალი ემოციურ ძალადობაში ადანაშაულებს

ჯონა ჰილს ყოფილი მეგობარი ქალი, სარა ბრეიდი ემოციურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრეიდიმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორები გამოაქვეყნა.

"თუ ვინმე ემოციურად ძალადობდა პარტნიორზე, არ ნიშნავს, რომ ის საშინელი პიროვნებაა(ხშირ შემთხვევაში მისი საქციელი ტრავმიდან მოდის). ამავდროულად არ ნიშნავს, რომ ეს(ემოციური ძალადობა) დასაშვებია". – წერს ბრეიდი 7 ივლისის "სთორიში".

"მხოლოდ ერთს ვუსურვებ - გარშემორტყმული იყოს ფემინისტი კაცებით, რომლებიც აკიდებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მისი თქმით ძალიან სჭირდება. ვფიქრობ ცნობადობამ შესაძლოა ადამიანი მოაქციოს იმ შეხედულებების ქვეშ, რომლებიც საბოლოოდ ემოციური ძალადობისკენ უბიძგებენ". – წერს ბრეიდი 8 ივლისის "სთორიში".

წყვილი ერთად პირველად 2021 წელს გამოჩნდა და რამდენიმე თვეში დაიშალა. ბრეიდის თქმით ჰილი მასზე ხშირად ეჭვიანობდა. ბრეიდისთან დაშორების შემდეგ, ჰილმა ურთიერთობა დაიწყო ოლივია მილერთან, 2023 წლის ივნისში წყვილს შვილი შეეძინათ.

კომენტარები