ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და შენობა ნაწილობრივ დაიტბორა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გადაიდო ყველა დაგეგმილი ფრენაც.
შენობის დაზიანების შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეს, 10 ივლისს ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან პირველი პირდაპირი რეისი უნდა შეესრულებინა.