სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან არავინ არ იკადრა, აქ მოსულიყო

აქაც იყო ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და ძალიან მიკვირს, რომ არავინ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა რომ აქ მოსულიყო, ეს ხომ არ არის სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება. ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ამ ან სხვა ფორმით ბევრ სხვა ქვეყანაში ტარდება. შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი, კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ინსტიტუტია და არა პიროვნება, რომლის აზრები შეიძლება არ მოგწონდეს. 

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კონფერენციის ფარგლებში მედიასთან საუბრისას. 

კომენტარები