ჰოლივუდი

ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნიროს შვილისთვის ძიძა დაიქირავა

რობერტ დე ნიროს, რომელიც ახლო წარსულში, კიდევ ერთხელ გახდა მამა, მისმა კოლეგამ, ჯენიფერ ლოურენსმა საჩუქარი გაუკეთა, ამის შესახებ ლოურენსმა ენდი კოენთან ინტერვიუში ილაპარაკა.

ლოურენსის აზრით, რომელიც 2022 წელს თავად გახდა დედა, ახალშობილის მშობლებისთვის საუკეთესო საჩუქარი ძილია. ამიტომ შიმშილის თამაშების ვარსკვლავმა დე ნიროს მეშვიდე შვილს, ჯიას, ძიძა უქირავა. 

დე ნიროს და ლოურენსს ერთად ნათამაშები აქვთ ფილმებში Silving Linings: Playbook, Joy, American Hustle. 

მიმდინარე წლის აპრილში 79 წლის რობერტ დე ნირო მეშვიდედ გახდა მამა. ბავშვის დედა მსახიობის მეგობარი ქალი ტიფანი ჩენია. ბავშვის სრული სახელია ჯია ვირჯინია დე ნირო.

კომენტარები