რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გამარჯვებით არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მიიღებს სარგებელს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Vladislav Culiomza/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსის მხრიდან ეს ნაბიჯი იქნება ძლიერი გზავნილი სამყაროსადმი, რომ ეს გამარჯვებულთა კავშირია, რომელსაც მორალური უპირატესობა აქვს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ომში გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს, ალიანსის წევრებმა გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთისთვის ყურება უნდა შეწყვიტონ. 

"რუსეთის შიგნით არსებულმა ძალებმაც კი შეწყვიტეს კრემლის მერყევი ბატონის თვალებში ყურება. პუტინი სიგიჟემ იქამდე მიიყვანა, რომ თავისი სისუსტის გამო ბუნკერშია გამოკეტილი. ამიტომაც არის აბსურდი ასეთი ქმედუუნარო ქვეყნის არაკომპეტენტურ ლიდერს უცქირო". - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენკიმ ხაზი გაუსვა, რომ გაყინული კონფლიქტიც ომია, რომელიც რაღაც დროს ისევ გაჩაღდება. უკრაინის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო ფორმულას კი გლობალური მასშტაბით ექნება სარგებელი. 

კომენტარები