კახეთი

კახეთში შვილმა დედა მოკლა – ბრალდებული ქალი დაკავებულია

Tabula

კახეთში, სოფელ გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ქალი ცხელ კვალზე დააკავა.  

ტაბულას ინფორმაციით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც შვილმა დედა ცივი იარაღით მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები