თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: ამ რეჟიმის ჩაკეტილ საზღვარს არ ვენდობით, რეჟიმი უნდა შეიცვალოს

ჩვენ პრობლემა გვაქვს რეჟიმთან, რადგან რეჟიმს არ ვენდობით. არც ამ რეჟიმის ჩაკეტილ საზღვარს ვენდობით, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ეს რეჟიმი არის კოლაბორატორი და არ ვაპირებთ არანაირი მოთხოვნების დაყენებას, გარდა რეჟიმის შეცვლისა. ჩვენ თუ გავიხსენებთ რუსეთს დეფოლტს 90-იანებში, ამ კრიზისით ძალიან კარგად ისარგებლა ბალტიისპირეთმა და სწორედ მაშინ შევიდნენ NATO-ში. ბალტიისპირეთის გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგებოდნენ მაშინ ძველი ევროპის რამდენიმე სკეპტიკოსი. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა. რუსეთში კრიზისი საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ შევიდეს NATO-ში და ამას სჭირდება პატრიოტი, გონიერი, დემოკრატიული, პროევროპული ხელისუფლება იმ ხედვით, რაც საქართველოს შეიყვანს NATO-ში და ეს იქნება ჩვენი გზავნილი.

[...] არ ჩაიკეტება ამ რეჟიმის პირობებში საზღვარი. ამ აქციის ორგანიზატორები - ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, აფხაზთა კრება და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება არ ვენდობით ბიძინას რეჟიმის ჩაკეტილ საზღვარს იმიტომ, რომ ეს რეჟიმი მიგვაჩნია რუსულად, რომელიც უნდა შეიცვალოს, რომ ვისარგებლოთ შესაძლებლობის ფანჯრით და გავწევრიანდეთ NATO-ში, გავხდეთ ერთიანი, თავისუფალი, უსაფრთხო და შევასრულოთ ჩვენი ისტორიული მისია. 

[...] ევროპული საქართველო რომ იყოს ხელისუფლებაში, კომისიებს კი არ მოიწვევდა, NATO-ში შესვლაზე იმუშავებდა, NATO-ში გავწევრიანდებოდით, მოვიქცეოდით და გავაკეთებდით იმას, რაც ბალტიისპირეთის ხელისუფლებებმა გააკეთეს. ეს იქნებოდა ჩვენი პასუხი და არა - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა. საზღვარი უკვე ჩაკეტილი გვექნებოდა, ახლა რატომ ჩავკეტავდი საზღვარს? მამუკა ხაზარაძე რა ხანია საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს და ახლა რატომ კეტავს? ხელისუფლებაში თუ იქნებოდა, მაშინ ადრევე ექნებოდა საზღვარი ჩაკეტილი. 

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

ხვალ 16:00 საათზე პირველი სკოლის ეზოში ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის, აფხაზთა კრებისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) ორგანიზებით იმართება აქცია - მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ანუ ЧУЖОЙ ПРОТИВ ХИЩНИКА

კომენტარები