მე არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ იმ ვიდეოებში, რომლებსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეებში გამოიყენებენ მის საწინააღმდეგოდ, ჩემი თავი არ მომწონს - საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი. არ შემიძლია აქვე არ ვთქვა ის, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს, ბოდიში - გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
tbl.ge/6f0g
დაკოპირდა

ამბობს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია. გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 22 ივნისს, პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.
ამავე თემაზე
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა
- აშშ-ის საელჩო: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო
- გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ