ნიკა გვარამიას შეწყალება

ვოლსკი: დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც საკმაოდ რისკიანად მოიკიდა ზურაბიშვილმა

დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რისკიანად მოიკიდა სალომე ზურაბიშვილმა. ასეთი არაობიექტურობის, უსამართლობის, არასწორი შეფასებების კორიანტელი დააყენა, როდესაც ლაპარაკობდა რუსულ ორბიტაზე გასულ ქართულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ამდენი სტუმრების და ახალწვეულების თანდასწრებით. შემდეგ კიდევ იყო საშინელი განცხადებები ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და შემდეგ კიდევ ეროვნული ბანკის თემაზე ეს აბსოლუტურად გაუგონარი ვეტო...  

[...] მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად, საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ რაღაც შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემო არის მძიმე და ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო, იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების აუხსნელად მიღება უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ, რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია და ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზუსტად იცის, დანაშაული რა არის, იმათმაც ზუსტად იციან, ვინც ჩაიდინა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავი 2-ის 7 მილიონით გაძარცვასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას, პრინციპში, არაფრად მიიჩნევ, მასად, რომელმაც უნდა გაიგოს, უნდა არ გაიგოს.   

[...] პრეზიდენტის ახსნა იქნება, რომ ბრძოლის ველზე დააბრუნა ადამიანი, რომელიც, თითქოს, რამით შეზღუდული იყო იმ პირობებში, სადაც ცხოვრობდა - ციხეში. მაგრამ ბრძოლის ველზე დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ასე ვხედავ. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ხედავს ამ გადაწყვეტილებაში და არანაირ ევროპულ პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა. 

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი იმედის ეთერში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები