ეროვნული ბანკი

სებ-ის ვიცეპრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, ის პრეზიდენტის მოვალეობასაც შეასრულებს

ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩიეს. ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობასაც შეასრულებს. თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა - თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მიხედვით შეიქმნა პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ახალი კანონი ძალაში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა,

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენერაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურა. მას შემდეგ, მოვალეობას მისი მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2022 წლის ივნისში აირჩიეს.

კომენტარები