General electric

General Electric რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურებას წყვეტს

ამერიკულმა კომპანიამ General Electric-მა (GE) რუსეთის თბოელექტროსადგურებში დამონტაჟებული საკუთარი გაზის ტურბინების მომსახურება 19 ივნისს შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Kommersant ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის თანახმად, შესაძლოა, კომპანიამ მისი ტურბინებისათვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს. 

რუსეთში GE-ის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე 5 გიგავატს, ხოლო ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 8 გიგავატს შეადგენს.

GE-მ მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ახალი სანქციები ძალაში შევიდა. ახალი პაკეტი ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ვინმესთვის საინჟინრო მომსახურების გაწევას უკრძალავს.

ამასთან, Kommersant-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რუსეთთან თანამშრომლობის სრულად შეწყვეტასთან დაკავშირებით დასავლელმა კოლეგებმაც მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი რუსეთში სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების წარმოების ლოკალიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ.

აღსანიშნია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის გაზის ტურბინების სათადარიგო ნაწილების მიწოდებას სრულად კრძალავს.

კომენტარები