ვოლკსი: თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ ომში ჩართვას, არ ნიშნავს, რომ პუტინთან ვახლობლობთ

საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს არ უკავშირდება მარტო უკრაინის მიმართულებას. რეალობაა ისიც, რომ უკრაინას თავისი ინტერესების გამო ევროპაში რუსული გაზი გადააქვს იმ რაოდენობით, რომელიც 4-ჯერ აღემატება საქართველოს მთელ საქონელბრუნვას რუსეთთან. უკრაინას გადააქვს, აქედან გამომდინარე, ეს უკრაინის ინტერესია. ჩვენ თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ გამწვავებას, მით უმეტეს საომარ პროცესებში ჩართვას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პუტინთან ვახლობლობთ. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველოსთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა სათაურით "ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ მაშინ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან". 

კომენტარები