რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დასასრულებლად პირობების განსაზღვრა მხოლოდ უკრაინას შეუძლია – სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დააჩქარონ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt-თან ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა დაადგინოს ის პირობები, რომლებიც ომის დასასრულებლად მისთვის მისაღებია და სამშვიდობო შეთანხმება არ შეიძლება რუსული მხარის მიერ იყოს ნაკარნახევი.

"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ გაგრძელდეს, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას. მხოლოდ უკრაინას შეუძლია განსაზღვროს მისაღები პირობები”  - თქვა გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, სამხედრო წარმატება უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგისთან გააძლიერებს.

"რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას შეძლებს უკრაინა, მით უკეთესი უპირატესობები ექნება მას მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად." - თქვა სტოლტენბერგმა.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მოთხოვნა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ ამ დროისთვის შეუსაბამოა, რადგან ეს რუსეთის წარმატებას ნიშნავს.

კომენტარები