რუსეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის არასდროს დაუყენებია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართვის საკითხი, რადგან ამით ვითარება ბევრად უარესი იქნებოდა. მაგრამ, მაშინ მე ვთქვი ფრაზა, რომელიც სკეპტიკურად აღიქვეს ჩვენმა და თქვენმა ურა პატრიოტებმა. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ზურგში ესროლონ რუსებს. ეს არის ჩვენი როლი ამ ომში.
ლუკაშენკო: ამ ომში ჩვენი როლია, არ დავუშვათ, რომ რუსებს ზურგში ესროლონ
tbl.ge/6en4
დაკოპირდა

ამბობს ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხთან, Россия 1-სთან ინტერვიუში.




