საქართველოს მთავრობა

მიშელი ღარიბაშვილს: გაქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ახალი ტრაექტორია ჩამოაყალიბოთ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობას ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ თაობების ახალი ტრაექტორია ჩამოაყალიბოს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერო ღარიბაშვილო.

ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საქართველოს თაობების ახალი ტრაექტორია ჩამოაყალიბოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის." - წერს მიშელი Twitter-ზე.

14 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა დაწერა, რომ  საქართველოს სწრაფვა EU-სკენ არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს" - წერს ღარიბაშვილი.
 

კომენტარები