საბერძნეთი

საბერძნეთში მიგრანტთა გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნისს, საბერძნეთში მიგრანტთა ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. გაურკვეველია, ჩაძირვის დროს გემზე სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა. 

ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლების თქმით, საბერძნეთის სამხრეთ პელოპონესის რეგიონიდან 75 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით 104 ადამიანი გადაარჩინეს.

CNN-ის ინფორმაციით, კონფლიქტის, გლობალური უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამო, თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემებით, ევროპის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მარტამდე 36 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით.

კომენტარები