წყალმომარაგების შეზღუდვა

რეაბილიტაცია წერეთელზე – თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. GWP-ის განცხადებით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება და ეს ახალ ქსელზე გადაერთების "ბოლო მასშტაბური სამუშაოებია". კომპანია აღნიშნავს, რომ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს; მარშალ გელოვანის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს; დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებს კომპანია.

კომენტარები