პაპი ფრანცისკე

"მომიხსენიეთ ლოცვებში" – პაპი ფრანცისკე ოპერაციის შემდეგ მრევლს მიმართავს

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

პაპმა ფრანცისკემ ოპერაციის შემდეგ პირველი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მრევლს სთხოვს, ლოცვებში მოიხსენიონ.

"გულწრფელად ვაფასებ ლოცვას და სიახლოვისა და სიყვარულის გამოხატვას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მივიღე. მე ვლოცულობ ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იტანჯება. გთხოვთ ლოცვებში მომიხსენიოთ." - წერს პაპი Twitter-ზე.

ვატიკანის სპიკერის, მატეო ბრუნის თქმით, პაპი გამოჯანმრთელებას აგრძელებს და მისი პოსტ-ოპერაციული კურსი რეგულარულია.

"წმინდა მამას სიცხე აღარ აქვს, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმალურია" - ამბობს სპიკერი.

ვატიკანის 7 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაპს ნაწლავის რეზექციას ჩაუტარდა.

ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და მოსავლელად, ის საავადმყოფოში "რამდენიმე დღე" დარჩება. 

პაპმა 2021 წლის ივლისში ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროსაც ნაწლავის მარცხენა ნაწილი ამოკვეთეს. მარტში კი მან რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში, სადაც ბრონქიტზე მკურნალობდა. 

კომენტარები