კანდიდატის სტატუსი

კალაძე სტატუსზე: ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს

ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც ხელისუფლებას სჭირდება ან უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა. პირდაპირ იყო საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. გვახსოვს,
როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ბრიუსელში დარბოდნენ კაბინეტებში იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესებისთვის. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ლაპარაკისას.

კომენტარები