პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

პაპი ფრანცისკე ნაწლავის რეზექციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. 

"ღამემ კარგად ჩაიარა". – წერია ვატიკანის მიერ ოპერაციის შედეგად გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

ვატიკანმა 7 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და მოსავლელად, ის საავადმყოფოში "რამდენიმე დღე" დარჩება. 

პაპმა 2021 წლის ივლისში ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროსაც ნაწლავის მარცხენა ნაწილი ამოკვეთეს. მარტში კი მან რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში, სადაც ბრონქიტზე მკურნალობდა. 

კომენტარები