პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე ოპერაციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

Getty Images

ვატიკანის 7 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაპს ნაწლავის რეზექციას ჩაუტარებენ.

ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და მოსავლელად, ის საავადმყოფოში "რამდენიმე დღე" დარჩება. 

პაპმა 2021 წლის ივლისში ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროსაც ნაწლავის მარცხენა ნაწილი ამოკვეთეს. მარტში კი მან რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში, სადაც ბრონქიტზე მკურნალობდა. 

კომენტარები