საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ჩეჩნებზე: მაქვს სრული ნდობა, რომ შემოდის ის, ვინც საფრთხეს არ უქმნის ქვეყანას

დავუფიქრდეთ, ჩვენი ქვეყანა არის თუ არა უსაფრთხო და აქედან გამომდინარე უნდა შევაფასოთ ჩვენი სამართალდამცავების, მათ შორის  უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობა. მე მაქვს სრული ნდობა ამ მხრივ ჩვენი უსაფრთხოების სისტემების მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ამ ქვეყანას და არ შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ვინაიდან, საფრთხეების რეალიზება არ ხდება, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ და ვენდოთ კიდევაც, რომ ისინი პროფესიონალურად მუშაობენ.

[...]ჩემი ინტერესი ჯარიმები ნამდვილად არ არის. ოპოზიციის, მასთან აფილირებული ჯგუფების განცხადებებით ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ იყო დეზინფორმაცია, სპეკულაცია, მანიპულაცია. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები