მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია LCI-სთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რის გამოც მას "ამის გაკეთება არ შეუძლია".

"პირველ რიგში, მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე [მიხეილ სააკაშვილის შესახებ], რადგან მე მიზანმიმართულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას ხალხისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი საჯაროა, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას, ამგვარი განხილვა დისკრეციულ უფლებამოსილებას აღარ შეესაბამება. ახსნის გარეშე მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე ამის გაკეთება არ შემიძლია.

მეორე მხრივ, მე ვიზიარებ აზრს, რომ საჭიროა, პრეზიდენტს, რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არ არის უდანაშაულო, ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. არსებობს სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ეს საკითხი მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ მას გამიზნულად არასათანადოდ ეპყრობიან. [...] საჭიროა, გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში. პრეზიდენტის ციხეში ყოფნა მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოეპყრან". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რიგი გარემოებები შემაშფოთებელია, თუმცა სიტუაციის "დრამატიზება საჭირო არ არის" და ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა არაფერი მოხდეს.

"მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მის მკურნალ ექიმებთან. ის 350-ზე მეტჯერ მოინახულეს ბოლო 1 წლის განმავლობაში, ზუსტი რიცხვი არ ვიცი. დედამისი მუდმივად მასთანაა. შემაშფოთებელია, რომ წონაში ასე დაიკლო, შემაშფოთებელია, რომ ის ისევ ციხეშია. მე არ მგონია, რომ ზედმეტი დრამატიზება საჭიროა და კიდევ ერთხელ – მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები