ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

სამხრეთ აფრიკის ოპოზიცია ხელისუფლებას პუტინის დაკავებისკენ მოუწოდებს

Politico

სამხრეთ აფრიკის წამყვანი ოპოზიციური პარტიის, დემოკრატიული ალიანსის (DA) თქმით, მათ მიიღეს სამართლებრივი ზომები, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში მთავრობას აიძულონ, რომ ის დააპატიმრონ.

უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

დემოკრატიული ალიანსის პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სასამართლოში განაცხადი შეიტანეს, რათა პუტინი აგვისტოში BRICS-ის სამიტზე ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავონ და ICC-ს ჩააბარონ. 

სამხრეთ აფრიკა 2023 წლის 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) სახელმწიფოთა მეთაურთა სამიტს უმასპინძლებს. როგორც ICC-ს ხელმომწერის, სამხრეთ აფრიკის მოვალეობაა, რომ პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს.

კომენტარები