კრიმინალი

შსს: იანვარში 25 წლის კაცი მოკლეს და ცხედარი ჭაში დამალეს, მაისში 2 პირი დავაკავეთ (VIDEO)

შსს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ორი პირი - 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით,ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. 

სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები