ფინეთი

რუსეთში ფინეთის საელჩოს საბანკო ანგარიშები აპრილის შემდეგ გაყინულია – ფინეთის საგარეო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ თქვა, რომ რუსეთში ფინეთის საელჩოსა და საკონსულოს საბანკო ანგარიშები გაუყინეს, ხოლო ფინეთს ამის შესახებ არანაირი განმარტება არ მიუღია.

ჰაავისტომ აღნიშნა, რომ საბანკო ანგარიშები 27 აპრილის შემდეგ აღარ ფუნქციონირებენ. 

"ფინეთის საელჩოების ანგარიშები გაყინულია რუსეთში და ამ დროისთვის მათი გამოყენება შეუძლებელია". - აღნიშნა ჰაავისტომ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს ფინური ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ჰაავისტოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა გაართულა ფულის გადარიცხვები, "შესაძლოა არ იყო გაანალიზებული, თუ რა სერიოზულ შედეგებს მოუტანდა ეს ფინეთის საელჩოებს".

ფინეთმა რუსეთის ხელისუფლებას 4 მაისს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც რუსეთისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა.  

კომენტარები