ქართული ოცნება

პრემიერი: 2012-დან ეფექტური პოლიტიკა გვაქვს, გავაუმჯობესეთ სასამართლო და საარჩევნო სისტემები

მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა - ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო და საარჩევნო სისტემაში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი ჩვენს დღის წესრიგშია გათვალისწინებული - გამჭვირვალობა, გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტზე გამოსვლისას.

კომენტარები