ევროპული საქართველო

კახიძე: ანტიდასავლური რეჟიმის პირობებში შეუძლებელია EU-სთან რაიმე ტიპის არსებითი დაახლოება

რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირთან დაახლოებას, როდესაც პუტინისტური რეჟიმი, ანტიდასავლური რეჟიმი გმართავს, ცხადია, შეუძლებელია, რომ ევროკავშირთან რაიმე ტიპის არსებითი დაახლოება მოხერხდეს.

თუმცა, ამ ხელისუფლებას სურს საკუთარი პროდასავლური ამორჩევლის შენარჩუნება, რომელიც მარტის აქციებზე დაკარგეს, ამიტომ ცდილობენ, რომ ორმაგი პროპაგანდა ჰქონდეთ - ერთის მხრივ, დასავლეთს ადანაშაულებენ საქართველოს ომში ჩათრევაში, დასავლეთს მტრად სახავენ და თან ამბობენ, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია უნდათ. თუ ომში გვრთავენ და თუ ჩვენი ქვეყნის მტრები არიან, მაშინ იქ რა გვინდა, ჰო? ლოგიკური კითხვა ჩნდება. მაგრამ თან პროდასავლური ამომრჩევლის შენარჩუნება სურთ და თან უნდათ, რომ პუტინის ნარატივზე ისხდნენ, ეს არის ამ ხელისუფლების რეალური სახე, მათ სურთ, ანტიდასავლური ნაბიჯებით ხელისუფლება შეინარჩუნონ და ეს გააკეთონ ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე, რადგან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - რაც უფრო მეტად გაუცხოვდება საქართველო დასავლეთისგან, მით უფრო დაუცველები დავრჩებით რუსეთის პირისპირ მარტოები.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ოთო კახიძე ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები