რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით ასობით საჰაერო თავდაცვით საშუალებას გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების გამოყოფას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას დაანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს. 

"[სუნაკი] დაადასტურებს დამატებით ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტისა და უპილოტო საჰაერო სისტემის, მათ შორის, ასობით ახალი 200 კილომეტრის რადიუსის შორი მანძილის დრონების გადაცემას". – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინას მომდევნო თვეების მანძილზე მიეწოდება. 

15 მაისს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. ის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. 

"დღეს - ლონდონი. როცა საუბარია ხმელეთსა და ცაში ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებაზე, გაერთიანებული სამეფო ლიდერია. ეს კოოპერაცია დღეს გაგრძელდება. შევხვდები ჩემს მეგობარს, რიშის. გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციებს შორის". – წერს ზელენსკის საკუთარ Twitter-ზე.

გასულ დღეებში ზელენსკი დასავლელ ლიდერებს ხვდებოდა. მათთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას ეხებოდა.

BBC წერს, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე საათით გაგრძელდება. ბრიტანეთის მთავრობიდან მათი წყაროების თქმით, ვიზიტი სიმბოლურ სახეს ატარებს, ვიდრე მოლაპარაკებების ფორმატს. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის ფორმასთან დაკავშირებით დაამატა, რომ "გასაკეთებელი საქმე ყოველთვის არსებობს".

გასულ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას 250 კმ.-ს რადიუსის მქონე Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცა.

კომენტარები