ნიკა გვარამია

“იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც” - გვარამიას საქმის მოსამართლე

ინტერპრესნიუსი

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის თქმით, გვარამიასთან დაკავშირებით დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორიც მანამდე მიიღო.  

"15-ში არის მოსამართლეების დღე და ასე ვთქვათ, ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი პროფესიული დღესასწაული. მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ, საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში. შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მივხედოთ. დიახ, გიდასტურებთ, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც". - ამბობს ჩხიკვაძე მოსამართლეების დღესთან დაკავშირებით გამართული წვეულების დატოვების შემდეგ მთავარი არხის ჟურნალისტთან საუბრისას. 

2022 წლის 16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

კომენტარები