დროში დამთხვევის მიუხედავად, ყველას ესმის, რომ არავითარი კავშირი არ არის ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებასა და ფრენების აღდგენას შორის. ჩვენ დაგვემუქრა ევროპის სოციალისტური პარტია გარიცხვით - ღიად ვამბობთ ამას. რისთვის? ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო. პრემიერმა მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში ამ სახელწოდებით და ყველამ მოისმინა გამოსვლები. ამაზე მეტზე არ იყო იქ საუბარი, საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ პატივი ამ იდეებს და ფენომენს - რასაც ჰქვია ღმერთი, სამშობლო და ოჯახი. ამისათვის როცა გემუქრებიან გარიცხვით, შენ, ბუნებრივია, სხვა ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ გრჩება. როცა, მით უმეტეს, ამ მუქარას ავრცელებენ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზიის საშუალებით.
tbl.ge/6d80
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც დააანონსა, რომ ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსზე უარს ამბობს.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




