რუსეთ-საქართველო

ლომჯარია ოცნებას: შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით, ჩვენ მაინც შევალთ EU-ში

რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა…

ქართულო ოცნებავ, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.

შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით!

ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში!

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები