თურქეთი

ერდოღანი: ჩვენ არასდროს ვიქნებით პრო-LGBT ალიანსი, ოჯახი ჩვენთვის წმინდაა

Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ოპოზიციის წინააღმდეგ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. 

ერდოღანმა ოპოზიციას "პრო-LGBT" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პარტია და მასთან ერთად ალიანში მყოფი სხვა პარტიები არასდროს იქნიან "პრო-LGBT". 

"სამართლიანობისა და განვითარების და სხვა, ჩვენს ალიანსში მყოფი პარტიები არასდროს იქნებიან იქნებიან პრო-LGBT, რადგან ჩვენთვის ოჯახი წმინდაა. ჩვენ ყველა პრო-LGBT-ს საარჩევნო ყუთებში დავმარხავთ". – თქვა ერდოღანმა აქციაზე. 

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები