მასობრივი სროლა აშშ-ში

ტეხასში შეიარაღებულმა კაცმა სავაჭრო ცენტრში 8 ადამიანი მოკლა

ტეხასის შტატში, დალასის ჩრდილოეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა კაცმა 8 ადამიანი მოკლა.

თვითმხილველების თქმით, კაცი სავაჭრო ცენტრში მყოფ ადამიანებს განურჩევლად ესროდა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ შეიარაღებული კაცი ადგილზე მოკლეს. ის მარტო მოქმედებდა.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ზოგიერთი ბავშვია. სულ მცირე, შვიდი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს, სულ მცირე, 198 მასობრივი სროლა მოხდა, რომლის დროსაც ოთხი ან მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

კომენტარები