უკრაინა

ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

გენადი ტრუხანოვი

ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ოდესის სამართლის სპეციალიზებული ანტიკორუფციული განყოფილების ცნობით, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა ქალაქის მერის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. იგი ოდესის ქარხანა "კრაიანის" საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია.

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ ტრუხანოვი კორუფციული სქემის ორგანიზატორია, რომლითაც 90 მილიონ გრივნაზე მეტი გაიფლანგა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა არ გადაიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაო - 30 866 მილიონი გრივნა, ამიტომ პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

"ოდესის მერს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის სახით, გირაოს ალტერნატივით. გირაო 13 420 000 გრაფს შეადგენს". - უთხრეს UNIAN-ს სასამართლოს პრესსამსახურში.

ტრუხანოვს 5 დღე აქვს გირაოს გადასახდელად - გადახდის შემთხვევაში, მას მოუწევს ელექტრონული სამაჯურის ტარება, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პასპორტის ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირებთან კომუნიკაციისგან თავის შეკავება.

კომენტარები