საქართველოს პარლამენტი

გოცირიძე: მე და დეკანოიძემ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შევქმენით, სახელს ვარჩევთ

დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში.

სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით.

ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ.

წერს დეპუტატი რომან გოცირიძე. გოცირიძემ ენმ 17 თებერვალს დატოვა, ხატია დეკანოიძემ კი 23 მარტს. 

კომენტარები