ღარიბაშვილი უნგრეთში

პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და არ დავუშვებთ მათ ძალადობას უმრავლესობაზე

არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს სხვათა ინტერესების გამო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 

2014 წელს, ერთის მხრივ, ერვოკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად და საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით  მივიღეთ ანტისიდკრიმინაციული კანონი, რომელიც განუყრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მაგრამ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. დედა- ქალია, მამა კი კაცი. 

ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. ეს ფასეულებები მხოლოდ წარსული მემკვიდრეობა არ გახლავთ. იგი ცოცხალი დღევანდელობაა - გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს ჩვენი შვილები აღვზარდოთ. 

მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უმრავლესობასთან ერთად მსურს ჩემი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებებზე აღვზარდოთ, ისე როგორც აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა.  ამიტომ დავიცავთ ყველას უფლებს. მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე . 

მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები