მაიკლ დუგლასს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ინფორმაციას ფესტივალის ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონია გახსნის დღეს, 16 მაისს გაიმართება. დუგლასში კანში რამდენჯერმე ნამყოფი. სხვადასხვა წლებში ის დაესწრო საკუთარი ფილმების: Basic Instinct, China Syndrom, Falling Down, Wall Street: Money Never Sleeps და მინისერიალ Behind The Candelabra-ს პრემიერებს.
დუგლასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მსახიობია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA, სეზარი. 2023 წელს მან ითამაშა Ant Man-ის მესამე ნაწილში. ახლო მომავალში მსახიობი ბენჯამინ ფრანკლინის როლს შეასრულებს Apple TV+-ის სერიალში ფრანკლინი.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება. ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზეს, უეს ანდერსონისა და პედრო ალმოდოვარის ახალი ნამუშევრები იქნება ნაჩვენები.