საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – მაისის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

წარმოგიდგენთ მაისის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Guardians of the Galaxy Vol. 3

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერი საქართველოს კინოთეატრებში 4 მაისს გამოვა. ტრადიციულად რეჟისორის სკამი ჯეიმს განმა დაიკავა, ამჯერად უკანასკნელად, რეჟისორი კარიერას კონკურენტ კომპანია DC-ში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს. მარველის მეხუთე ფაზის ყველაზე იმედისმომცემ ფილმში მთავარ როლებს კვლავ კრის პრატი, დეივ ბაუტისტა, ბრედლი კუპერი და კრის ჰემსუორთი ასრულებენ.  

Beau Is Afraid

თანამედროვე ფსიქოლოგიური ჰორორის დიდოსტატის, Hereditary-სა და Midsommar-ის ავტორის, არი ასტერის ახალი ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ნახვა 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

Fast X

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფრენჩაიზის, Fast & Furious-ის რიგით მეათე ნაწილი. ვინ დიზელის თქმით Fast X-ის შემდეგ კიდევ ერთი ფილმს გეგმავს, რომლითაც 2001 წელს დაწყებული საგა დასრულდება. Fast X საქართველოს კინოთეატრებში 18 მაისს გამოვა.

Little Mermaid

Disney-ს კლასიკური ანიმაციის მხატვრული რიმეიქი საქართველოს კინოთეტრებში 25 მაისს გამოვა. რობ მარშალის ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ და ახმოვანებენ: ჰეილი ბეილი, ჯონა ჰაუერ-კინგი, დავიიდ დიგსი, აკვაფინა, ხავიერ ბარდემი და მელისა მაკარტი ასრულებენ.

ბილეთების შეძენისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები