ლარი დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.54 თეთრით. 2 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4911 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7295 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.53 ლარია, ხოლო ევროსი - 2.79 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.49 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.74 ლარად.





