ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ადვოკატი: განაჩენი იქნება მკაცრი სასჯელი, ასეთი მოლოდინი მაქვს დღეს

ასეთი მიმდინარეობით, თუ ასე გაგრძელდა სასამართლოს სხდომები, რომ დაცვის მხარეს არ დაუკმაყოფილონ არცერთი შუამდგომლობა, არ გაიზიარონ არცერთი არგუმენტაცია, მოლოდინი მექნება ის, რომ ამ საქმეზე დააყენებენ გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება მკაცრი სასჯელი. ასეთი მოლოდინი მაქვს დღეს

თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები