კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: ოცნების ოპოზიციაა მოსახლეობის 89% - მათ სურთ საქართველოში და ამავდროულად, EU-ში

მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია  დაქსაქსული და სუსტია, რუსული ოცნება კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან რუსული ოცნების წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! რუსული ოცნების ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89%, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება. მოღალატე რუსული ოცნება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხის ნების  საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, ნაცისტურ რუსეთს მიგვაწებოს. 

ამ მოცემულობაზე აღარავინ დავობს და მაინც, პირადად ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც საწყენი იყო, როცა მოღალატე რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით პირდაპირ მხარი დაუჭირა რუსეთს, რომლის აგენტები და ინტერესების გამტარებლები არიან!

პრაქტიკულად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია,  მოღალატე „ოცნება“ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია, ჩამოვაშოროთ „ოცნება“ და მისი ლიდერშიპი ზოგადად საქართველოს, რასაც ძალიან მალე ვიხილავთ!  

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

კომენტარები