რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევს ეწვია

REUTERS/Gleb Garanich

20 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევს ეწვია. ომის დაწყების შემდეგ ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია უკრაინაში. 

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალურმა მდივანმა  წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძრის მემორიალურ კედელთან პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას. 

ჯერჯერობით უკრაინისა და NATO-ს ლიდერებს ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

კომენტარები