რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბირთვული იარაღის მუქარით არ შევშინდებით, განვაგრძობთ უკრაინის დახმარებას – სტოლტენბერგი

REUTERS/Stoyan Nenov

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად, უკრაინის დასავლელი პარტნიორები მის დახმარებას არ შეწყვეტენ

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, იარაღზე კონტროლის შეთანხმების უგულებელყოფით რუსეთი ცდილობს შეარყიოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემა, რითაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებას. მისივე თქმით, რუსეთი ამ წუთისთვის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 

"ეს ქმედებები უპასუხისმგებლოა. მათი მიზანია NATO-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისგან უკან დაახევინოს. თუმცა ეს მცდელობები არ იმუშავებს, რადგან, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მუქარას სერიოზულობით ვეკიდებით, ამით არ შევშინდებით". - თქვა იენს სტოლტენბერგმა იარაღის კონტროლთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე. 


მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

კომენტარები