ვოლოდიმირ ზელენსკი

ეს არის ჩვენი განთიადი, ჩვენი აღდგომა, დამოუკიდებელი უკრაინის გარიჟრაჟი – ზელენსკი

დიდებული ქვეყნის დიდებულო შვილებო, გასულ წელს, ზამთრის დასასრულს რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. ამან ჩვენს ქვეყანას სიკვდილი, ტკივილი და სიბნელე მოუტანა. 24 თებერვლის დილით მზე არ ამოსულა, აღარ გათენდა. დაიწყო ბნელი ღამე, მაგრამ ამავდროულად ჩვენც ვიწვალეთ და გამოვფხიზლდით. სიბნელემ ჩვენი სულიერება, თავისუფლების სურვილი, სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვისთვის მზადყოფნა ვერ დაჩრდილა. ჩვენ შევინარჩუნეთ ნათელი. ჩვენ დავძლიეთ პანიკა, შიში, მტრობა, დაპირისპირება. ჩვენ გავერთიანდით. მილიონობით ნაპერწკალი მილიონობით უკრაინელის გულში ერთ დიდ კოცონად აგიზგიზდა. ჩვენი ძალა და უძლეველობა მოიცვა ამ ცეცხლმა. ამ ცეცხლმა არ ჩააქრო ჩვენში იმედი და რწმენა. ეს ცეცხლი მთელმა მსოფლიომ დაინახა, გაერთიანდა მის გარშემო და ჩვენ გვერდით დადგა. ასე დავამარცხეთ სასოწარკვეთა, უიმედობა და ტკივილი. მილიონობით უკრაინელის თვალებში მილიონობით ნაპერწკალი სინათლის სხივად შეერთდა. ეს დაგვეხმარა სიბნელეში არ დავკარგულიყავით, გზა არ აგვრეოდა. ეს გვინათებდა მიზნისკენ სავალს. ამისთვის იბრძოდა თაობები საუკუნეების განმავლობაში. ბოლო 9 წლისა და 417 დღის განმავლობაში ჩვენმა სინათლის მებრძოლებმა, უკრაინის მცველებმა ამისთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ამისთვის ვიბრძვით დღეს ბნელი ძალების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი განთიადი. ჩვენი აღდგომა. ეს არის დამოუკიდებელი უკრაინის გარიჟრაჟი. ჩვენ დღეს ვზეიმობთ ღვთის აღდგომას.  

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომო მიმართვაში. 

კომენტარები