ნიკა გვარამიას საქმე

ლომჯარია: პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის

თუ გჯერა და გწამს, რომ კონკრეტული ადამიანი არასწორი ბრალით ზის ციხეში, დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ციხეშია და თუ გჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია არსებობს და შენ ბერკეტი გაქვს, რომ ეს ადამიანი ციხეში არ იჯდეს, მაშინ, შენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია ამიტომ აქვს, რომ მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები თუ რაიმე პოლიტიკური გავლენები დააბალანსოს [...] ეს ბერკეტი სწორედ იმიტომ აქვს პრეზიდენტს, რომ მანაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყანაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე და ჩაერიოს, როდესაც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ხარვეზებს ადგილი აქვს. ამ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ნამდვილად სახეზე გვაქვს და რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის.

თქვა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები