ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ვამზადებთ ბიჭებს და ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მოწოდებას ველით

დღეს სამხედრო კაბინეტი ჩავატარე - ჩვენი თავდაცვითი სექტორის მმართველებთან, ჩვენს ხელმძღვანელებთან, დაზვერვასთან, ოფისთან მუშაობის გამორჩეული ფორმატი. მხოლოდ ის, რაც აუცილებელია უკრაინის ფრონტის მართვისთვის და აქტიური ქმედებების უზრუნველყოფისთვის, რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის.

ძალიან შინაარსიანი იყო. ჩვენი ქმედებები ძლიერი იქნება. ბიჭებს ვამზადებთ. და ძალიან ველით იარაღის მოწოდებას, რომელსაც პარტნიორები დაგვპირდნენ. მაქსიმალურად ვაახლოებთ გამარჯვებას. აუცილებელია მაქსიმალური ერთიანობა, მაქსიმალური ეფექტურობა და მომზადება - ასევე მაქსიმალურად.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები