დავით კეზერაშვილი

ქოლცენტრების სქემის ქართველი თაღლითი BBC-ს: გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდით

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

ქოლცენტრების სქემის ქართველი თაღლითი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მუშაობის დაწყებისას არ იცოდა, თუ რას აკეთებდა. ფილმში, რომელიც BBC-მ გაავრცელა, ის ჰყვება, რომ თავი ძალიან ცუდად იგრძნო მაშინ, როცა გაიგო, თუ "რა ხდებოდა სინამდვილეში".  

"სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როცა დავიწყე მუშაობა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად, გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი, მაგრამ, როცა გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიანების გამო, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ". - ამბობს ის BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.   

ასევე, BBC-ის გამოძიებაში გაქურდული წყვილი ჰყვება, როგორ მოპარეს ასიათასობით ფუნტი.

"გვეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: ფილ, იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში". - ამბობს მოტყუებული ქალი.

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. 

კომენტარები