ევროკავშირი

მიშელი: ევროპა აშშ-სგან სტრატეგიული ავტონომიისთვის ემზადება

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

11 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ  ვროპელი ლიდერები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ემანუელ მაკრონის მოსაზრებას და აშშ-ს-გან სტრატეგიული ავტონომიისსთვის ემზადებიან. მიშელის თქმით, მაკრონის  პოზიცია ევროკავშირის ლიდერებისგან იზოლირებული არ იყო და, იმისდა მიუხედავად, რომ მაკრონი საუბრობდა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, მისი შეხედულებები ევროკავშირის ლიდერების დამოკიდებულებებს ასახავდა.

"სტრატეგიული ავტონომიის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო წინა წლებთან შედარებით. [...] შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, რომ შეიძლება არსებობდეს ნიუანსები და სენსიტიური დამოკიდებულებები ევროსაბჭოს მაგიდის გარშემო. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ იტყვის ყველაფერს ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა." - თქვა მიშელმა ფრანგული სატელევიზიო შოუს La Faute à l'Europe-სთან ინტერვიუს დროს.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

"პარადოქსი იქნება, პანიკაში ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ ამერიკის მიმდევრები ვართ... კითხვა, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელებმა ამ საკითხზე აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას მივდიოთ". – თქვა მაკრონმა POLITICO-სთან.

"მაკრონი ამას ისევ აკეთებს. ლაპარაკობს ჩინეთზე ევროკავშირის ნულოვანი ნებართვით [...] დასავლეთის დიდი შეცდომაა, რომ თავის თავს უფლება მისცეს, გაიყოს ბეიჯინგთან ურთიერთობაში." - ამბობს ჩეხი მაღალჩინოსანი.
 

კომენტარები